ფეხბურთი

16:06 | 30.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიომ ბარსელონაში სახლის ძებნა დაიწყო

“ლივერპულის” ბრაზილიელი შემტევი ფილიპე კოუტინიო “ბარსელონაში” გადაბარგებასთან ძალიან ახლოსაა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სამხრეთამერიკელი უკვე ბარსელონაში სახლს ეძებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია.

გავრცელებული ცნობით, “ლივერპული” 150 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თავად ფეხბურთელი კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამ დროის განმავლობაში 60 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” კოუტინიოს დამატებას ჯერ კიდევ ზაფხულში სცდილობდა, თუმცა მაშინ ინგლისელებმა ფეხბურთელი შეინარჩუნეს.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა მხოლოდ პრემიერლიგაში 13-ჯერ ითამაშა, 7 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120717