ინგლისური “ლივერპული” მადრიდის “რეალის” ნახევამცველ დანი სებალიოსს “ენფილდ როუდზე” ეპატიჟება. როგორც გამოცემა The Sun-ი იტყობინება, “წითლების” ხელმძღვანელობას ახალგაზრდა ესპანელი ფილიპე კოუტინიოს შემცვლელად ესახებათ.
თავის მხრივ, კოუტინიო “ლივერპულს” დიდი ალბათობით დატოვებს და ეს სავარაუდოდ იანვარში მოხდება. ბრაზილიელს “ბარსელონას” აქტიურად უკავშირებენ.
რაც შეეხება სებალიოსს, იგი “რეალს” გასულ ზაფხულს შეუერთდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. ზიდანი მას ძალზე იშვიათად ათამაშებს და ამიტომაც, ესპანელმა ყველა ტურნირის ჩათვლით მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა.
“ლივერპულის” გარდა დანი სებალიოსის მიმართ ინტერესს “არსენალი”, “ტოტენჰემი”, “რომა” და “ინტერი” იჩენენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პრემიერლიგაში მასპინძლები მართლა ამ კაცის დღეში არიან 5 თამაშიდან ვერცერთმა ვერ გაიტანა
ჩუკენა

რას ერჩით ამ კაცს?წლევანდელი არსენალის და ლესტერის თამაში არაა პორნოგრაფია?და თუ 60000 კაცი ცოცხალ პორნოgრაფიას უცქერდა ამან ტელეფონით რა დააშავა ვითომ?


DDDD მართალია.
მაგის ყურება ყველას გვევასება, მაგრამ სტადიონზე კაცოო ? DDDDDDDD
ხო მაგრამ ვინც გაუჩალიჩა ის მაგარი საცემია