კალათბურთი

11:49 | 29.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰორფორდის გამარჯვების მომტანი ორქულიანი

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

“ბოსტონი” შინ “ჰიუსტონს” დაუპირისპირდა. მატჩის დასურლებამდე 3 სამით ადრე ალ ჰორფორდმა 2-ქულიანი ჩააგდო და “კელტებს” 99:98 გამარჯვება მოუპოვა. ჟეიმს ჰარდენმა გუნდს 34 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა შესძინა. “ბოსტონში” ირვინგმა” 26 ქულა ჩააგდო. “ბოსტონი” 29 მოგებით და 10 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს. “ჰიუსტონი” კი 25 მოგებით და 8 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს.

“სან ანტონიომ” შინ “ნიუ იორკი” 119:107 დაამარცხა. ტეხასელებმა მატჩის სტარტზევე უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრაც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა ლამარკუს ოლდრიჯმა ჩააგდო. პორზინგისს 18 ქულა ჰქონდა. “სან ანტონიო” 25 მოგებით და 11 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

“ორლანდო” – “დეტროიტი” 102:89 (33:28,17:22, 27:23, 25:16)

https://www.youtube.com/watch?v=WDGlJCiEgrc

“ბოსტონი” – “ჰიუსტონი” 99:98 (12:32, 26:30, 31:16, 30:20)

https://www.youtube.com/watch?v=byukjr-MFP0

“მილოუკი” – “მინესოტა” 102:96 (16:26, 30:30, 29:28, 27:12)

https://www.youtube.com/watch?v=A1Rt9sA1i2o

“სან ანტონიო” – “ნიუ იორკი” 119:107 (32:24, 22:29, 32:26, 33:28)

https://www.youtube.com/watch?v=BLVdYnN6rz0

“პორტლენდი” – “ფილადელფია” 114:110 (27:30, 25:21, 20:34, 42:25)

https://www.youtube.com/watch?v=4d3LPsjp_mU

თეგებიNBA
0.115525