ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა ჩინეთში გადაბარგებაზე და ზღაპრულ კონტრაქტზე უარი თქვა. როგორც Goal.com-ი იტყობინება, 31 წლის ფეხბურთელს თავისთან “ჰებეი ფორჩუნი” ეპატიჟებოდა და სეზონში ანაზღაურების სახით 15 მილიონ ევროსაც ჰპირდებოდა, მაგრამ ხორვატისგან მტკიცე უარი მიიღო.
საქმე ისაა, რომ მარიოს ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ მაღალ დონეზე და კერძოდ, ევროპაში სურს. ამ მიზნით, მან ჩინეთში საოცარ ხელფასს, “იუვენტუსში” დარჩენა ამჯობინა.
მანჯუკიჩსა და ტურინულ გრანდს შორის ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში ტანმაღლმა შემტევმა იტალიის ჩემპიონატში 16 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.