ფეხბურთი

10:11 | 29.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

Globe Soccer Awards-ის საუკეთესოები: რონალდუ, ზიდანი და "რეალი"

კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამჯერად Globe Soccer Awards-ის ვერსიით. პორტუგალიელი პრიზის მიღების შემდეგ ხუმრობის ხასიათზე იყო:

“სად შევინახო ამდენი ჯილდო? – არ ინერვიულოთ, ჯილდოებისთვის სივრცე ჯერ კიდევ საკმარისი მაქვს.

ეს არის განსაკუთრებული მომენტი და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს პრიზი მოვიგე. მადლობა ჩემს მწვრთნელს, თანაგუნდელებს, “რეალს” და იმ ადამიანებს, ვინც ხმა მომცა”, - ციტირებს კრიშტიანუს სიტყვებს Marca.

აქვე გეტყვით, რომ 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დასახელდა, ხოლო წლის გუნდის წოდება მადრიდის “რეალმა” მოიპოვა. Globe Soccer Awards-ის ვერსიით საუკეთესოებს ევროპული კლუბების ასოციაცია და საფეხბურთო აგენტები ავლენენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124016