კალათბურთი

1:53 | 29.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბრწყინვალე გიორგი შერმადინი ევროლიგაში!

ევროლიგაში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო მალაგას “უნიკახამ” და ამაში უდიდესი როლი ითამაშა გიორგი შერმადინმა. სანამ უშუალოდ ჩვენებურზე გიამბობთ, გეტყვით, რომ “უნიკახამ” თელ-ავივში, “მაკაბი დაამარცხა 89:78. მატჩის ბედი დასკვნით პერიოდში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა რვაქულიანი უპირატესობით მოიგეს და ეს საბოლოო წარმატების მისაღწევად საკმარისი აღმოჩნდა.

შერმადინს რაც შეეხება – სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და არც ბევრი დრო დასთმობია, მხოლოდ 15:10 წუთი. მიუხედავად ამისა, გიორგი დიდებულად გაისარჯა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ხსენებულ დროში ჩვენებური ცენტრი ძალიან, ძალიან ახლოს იყო ორმაგ დუბლთან: 15 ქულა, 9 მოხსნა და 2 დაფარება. ცალსახაა, რომ 15 წუთისთვის შესაშური სტატისტიკური მონაცემებია.

გიორგიმ თითქმის 100%-იანი სიზუსტით შეუტია მეტოქის კალათს: 6-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, სამჯერ კი ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. შერმადინი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით – 26. ეს კი, ავტომატურად ნიშნავს, რომ შეხვედრის MVP გახდა.

“უნიკახას” 15 მატჩში 7 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და მეათე ადგილზე იმყოფება. ანდალუზიელები შემდეგ ტურში 4 იანვარს, “ვალენსიას” უმასპინძლებენ.

0.115478