ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა სერ ალექს ფერგიუსონის რეკორდი გაიმეორა. საქმე ისაა, რომ ფრანგისთვის “კრისტალ პალასთან” მატჩი პრემიერლიგის ეგიდით 810-ე გახლდათ და ამ შედეგით ის ლეგენდარულ შოტლანდიელს გაუტოლდა.
ფერგიუსონმა 1992 წლიდან (პრემიერლიგის დაარსებიდან) 2013 წლამდე “წითელ ეშმაკებს” 810-ჯერ უთავკაცა პრემიერლიგაში, ხოლო ვენგერი “არსენალს” სათავეში 1996 წლიდან უდგას.
ვენგერმა და “არსენალმა” 810 შეხვედრიდან 468 მოიგეს (57.73%), 197 მატჩი ფრედ დასრულდა (24.35%), ხოლო 145-ჯერ დამარცხდნენ (17.92%).