იტალიური “რომას” ლეგენდარული კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი მიიჩნევს, რომ ლიონელ მესი კრიშტიანუ რონალდუზე მაღალი დონის ფეხბურთელია. გარდა ამისა, ჩესკოს თანამედროვე ფეხბურთი დიდად არ ხიბლავს და ამბობს, რომ რომანტიზი ნაკლებია, ვიდრე წლების წინ...
“ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა. მე რომანტიკული ფეხბურთი მიყვარს, როგორიც ადრე იყო. არიან ისეთი ფეხბურთელი, როგორებიც რონალდუ და ნეიმარია, მაგრამ ბრაზილიელის ფასი ძალიან მაღალია. 250 მილიონი ევრო ერთ ფეხბურთელში ძალიან ბევრია.
დიბალა “რომაში? – ძალიან რთული იქნება. ვფიქრობ, თუ ის წასვლას გადაწყვეტს, აუცილებლად უცხოეთში გააგრძელებს კარიერას. მაგრამ, მიმაჩნია, რომ “იუვენტუსში” დარჩება. ეს საუკეთესო გუნდია და შეუძლია ბევრი ტიტული მოიგოს – ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
“რომა” და სკუდეტო? – ერთ-ერთი კანდიდატია. საერთოდ, ბოლო წლებისგან განსხვავებული ჩემპიონატია. ოთხი პრეტენდენტია ჩემპიონობის. საკუთარი სტადიონი, ეს ერთადერთია, რის გამოც “იუვენტუსის” მშურს.
მესი თუ რონალდუ? – მესი ნომერ პირველია, თუმცა, რონალდუს ეს არ უთხრათ”, - იხუმრა ტოტიმ Mundi Deportivo-სთან საუბრისას.