ფეხბურთი

10:42 | 29.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტია

ლეგენდარული ფეხბურთელი ჟორჟე ვეა ლიბერიის პრეზიდენტია. “მილანის” ექსთავდამსხმელმა საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად გაიმარჯვა. ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 98.1%-მა მიიღო, ხოლო ვეას ხმების 61.5% ერგოდა კონკურენტ იოზეფ ბოაკაის აჯობა.

საგულისხმოა, რომ ლიბერიაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 ოქტომბერს გაიმართა და მაშინ, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ვეას 38.4%, ხოლო ბოაკაის 28.8% ხვდათ წილად.

ვეას ინაუგურაცია დამდეგი წლის 22 იანვარს იგეგმება და იგი ქვეყნის პირველი პირის სტატუსს მოქმედი პრეზიდენტის, ელენ ჯონსონ სირლეაფისგან გადაიბარებს.

ჟორჟ ვეა 90-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. კარიერის საუკეთესო წლები “მილანსა” პსჟ-ში გაატარა. ვეა ერთადერთი აფრიკელია, რომელსაც “ოქროს ბურთი” აქვს მოგებული – 1995 წელს.

0.119198