ვიჩენცო მონტელა “სევილიას” ახალი მთავარი მწვრთნელია. ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, იტალიელი სპეციალისტი “დალაქებში” 2019 წლის ივნისამდე იმუშავებს.
მონტელა სევილიაში ხვალ ჩავა და კლუბს პირველად ავარჯიშებს. 43 წლის იტალიელი 2016 წლის ივნისიდან “მილანს” ედგა სათავეში, საიდანაც ცუდი შედეგების გამო 27 ნოემბერს დაითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ “სევილიას” ბოლოს ედუარდო ბერიცო წვრთნიდა, რომელსაც არადამაკმაყოფილებელი შედეგებისთვის 22 დეკემბერს მიუთითეს კარისკენ.
“სევილია” 17 ტურის შემდეგ, ლა ლიგაში 29 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.