ფეხბურთი

21:20 | 28.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ამსტერდამის "აიაქსის" ახალი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია ჰოლანდიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. 47 წლის სპეციალისტი გუნდს 2020 წლის ივლისამდე გაწვრთნის.

ტენ ჰაგი აქამდე "უტრეხტს" წვრთნიდა. ერიკმა გუნდი 2016 წელს ჰოლანდიის თასის ფინალში გაიყვანა. აღნიშნულ გუნდამდე ტენ ჰაგი "ბაიერნის" სარეზერვო გუნდს ორი სეზონის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

0.115119