საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულიც გამოვლინდა - 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ლაშა ტალახაძემ მოიპოვა.
ლაშა მსოფლიოს ჩემპიონი მეორედ გახდა და აღნიშნულ ნომინაციაშიც ზედიზედ მეორედ იმარჯვა.
საუკეთესო სამეული ასეთია:
III ადგილი – გენო პეტრიაშვილი
II ადგილი – ზაზა ფაჩულია
I ადგილი – ლაშა ტალახაძე