სხვა

19:27 | 28.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

წლის აღმოჩენა – ანდრო ბითაძე

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, 2017 წლის აღმოჩენად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ანდრო ბითაძე დასახელდა.

“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალისტთა ასოციაციას და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მე გამომარჩია. ასევე მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, ჩემს ოჯახს, ვის მხარდაჭერასაც მუდამ ვგრძნობ. განსაკუთრებული მადლობა კი მამაჩემს, რადგან მის გარეშე არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ და არც წყალბურთელი”, - განაცხადა ბითაძემ.

აქვე გეტყვით, რომ ანდრო, საქართველოს ნაკრების გარდა, იტალიურ “რომაში” ასპარეზობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133851