29 წლის ნახევარმცველმა თორნიკე გორგიაშვილმა, რომელიც ბოლოს საჩხერის "ჩიხურას" შემადგენლობაში ასპარეზობდა, "საბურთალოსთან" 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. თბილისური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, „საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ და ახალწვეულმა, კონტრაქტს დღეს მოაწერეს ხელი.
გორგიაშვილი 2005-2013 წლებში "ზესტაფონში" ირჯებოდა, სადაც 2-ჯერ ქვეყნის ჩემპიონი, ერთხელაც სუპერთასის გამარჯვებული გახდა. 2014 წელს უკვე "დინამოს" შემადგენლობაში მოახერხა ჩემპიონობა და თასის მოპოვება. ამის შემდეგ კი "სამტრედიაში", "ცხინვალსა" და "ჩიხურაში" თამაშობდა.
წლევანდელ ეროვნულ ლიგაში გორგიაშვილმა 29 მატჩი ჩაატარა და 3-ჯერ აიღო მეტოქის კარი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები
დარსაძე ამ ქვეყნად როგორ დადის საღსალამათი საკვირველია დაღუპა ახალგაზრდები 15-16 წლის ბიჭები ნაკრებში ათამაშა პიარი გაუკეთა მერე ოღონდ სადმე გაეყიდა...
კლიმიაშვილი,კვახაძე,რაზმაძე კაი ეს 3 დიდი ვერაფერი
მაგრამ გორგიაშვილი და ფანსაკუთრებით განუგრავა დაღუპა ბავშვები
დამიჯერე ცდები ჩემო ძმაო არ დაუღუპია არავინ ნაკრები რით ღუპავს ფეხბურთელებს ერთი ორი ან მაქს 3 თამაში ქონდეს ნაკრებს გაიოზს ფეხბურთელებისთვის ცუდი რო სდომოდა არ დაუძახებდა ნაკრებში პირიქით გამოცდილებას აძლევდა პირიქით
გორგიაშვილი არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ ყოფილა! არც ეროვნულში ყოფილა ქეცბაიამდე და არც მის შემდეგ, ეროვნულში დებიუტი 11.11.2011 ში მოლდოვასთან 2-0 ჰქონდა. შესარჩევ ციკლში
ბელარუსთან 1-0 ითამაშა! ეგვიპტესთან 0-0! და ირლანდიასთან 0-4 ამხანაგურში 90' +1 წუთზე შევიდა. ეს იყო სულ. მას რეკლამას არასოდეს არავინ უკეთებდა! მისი თაობის ფეხბურთელებიდან განსხვავებით, რომელთაც აშკარად აღემატებოდა. დარსაძის ფეხბურთელად არასდროს მოიაზრებოდა! გორგიაშვილს გზა გეგუჩაძემ და ჭიაბრიშვილმა გაუხსნეს ფეხბურთში!