კალათბურთი

12:50 | 28.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია მოედანს მოგებითა და 100 პროცენტით დაუბრუნდა

7-მატჩიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა. “გოლდენ სტეიტის” ქართველმა ცენტრმა დღეს, გამთენიისას, “იუტა ჯაზის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ითამაშა და ოკლენდელთა მორიგ გამარჯვებაში თავისი წილი შეიტანა.

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 14 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 2 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ 100-პროცენტიანი სიზუსტით ესროლა: 2-დან 2 ორქულიანი და 1 საჯარიმო გამოიყენა. საუკეთესო კევინ დიურანტი იყო, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, “გოლდენ სტეიტმა” კი საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით – 126:101 გაიმარჯვა.

28 მოგებით და 7 მარცხით “გოლდენ სტეიტი” დასავლეთ კონფერენციასა და სრულიად ლიგას ლიდერობს. შემდეგ მატჩს ოკლენდელები შინ, 30 დეკემბერს, “შარლოტ ჰორნეტსთან” გამართავენ.

gbf.ge


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:43 | 29.12.2017
iceman (2988)

ზაზას დონის კალათბურთელი საქართველოს არ ყოლია და ეს ფაქტია, ჯერ ნბა-ში მოხვედრაა ურთულესი, მერე იქ თავის დამკვიდრება და მითუმეტეს ჩემპიონი გუნდის ძირითადი ცენტრობა, სასაცილოა ზოგი რომ აკრიტიკებს, გასაგებია რომ ჯორდანი არაა მაგრამ მაგრამ ნეტა რაცაა იგივე დონის გვყავდეს სხვებიც. ისე ბითაძეზე მეგონა ზაზაზე არანაკლები იქნება მეთქი მაგრამ ჯერ ძალიან ბევრი აკლია ზაზამდე და უნდა მოუმატოს თორემ ასე ნბა-ზე ფიქრიცც არ შეიძლება

23:54 | 28.12.2017
dinamo222 (8587)

ზაზა ფაჩულია უმაგრესი სპორტსმენი და უმაგრესი ადამიანი !!--stripslashes((strlen('http://popsport.ge/article/657-zaza-pachulia-vamaqob-rom-kartvelebma-nba-s-cesis-shetsvla-vaidzulet')>0?'-http://popsport.ge/article/657-zaza-pachulia-vamaqob-rom-kartvelebma-nba-s-cesis-shetsvla-vaidzulet':'-http://popsport.ge/article/657-zaza-pachulia-vamaqob-rom-kartvelebma-nba-s-cesis-shetsvla-vaidzulet'))

18:25 | 28.12.2017
NudeDude (822)

ზაზუნია არ უნდა გაუშვან ჯერ რა პონტია, ვინ ავრცელებს ამ ჭორებს... სტეფი რომ დაბრუნდება მისთვის ყველაზე კარგი სასროლი ''კედელი'' ზაზა იქნება ისევ... მე შენ გეტყვი ბელი იზამს მაგ საქმეს თუ ჯავეილ ტყიდანგამოვარდნილი?!

17:53 | 28.12.2017
ogafa (10143)

ყოჩაღ

17:46 | 28.12.2017
geogreece (9768)

დეროზანის არ იყოს კუზმა შევაქე ბოლო თამაშებში თავი მომაწონა და ტიპმა გუში 16% სიზუსტით ესროლა!!! ეს დედა აფეთქებული რო არ მიგდის სროლა ნუღარ ისვრი მიეცი სხვამ ისროლოს

17:46 | 28.12.2017
geogreece (9768)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

17:41 | 28.12.2017
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

მინესოტა ძაან სერიოზული გუნდია წელს

14:50 | 28.12.2017
drosha ver dakiden (146)

მინისოტამ დამატებითში დენვერს მოუგო, ამაში გასაკვირი ისაა რომ, მინესოტას ოვერტაიმამდე 6 ფოლის გამო გაგდებული ჰყავდათ გიბსონი და ტაუნსი, ტიგი კიდევ მეოთხე პერიოდის ბოლოს დაიმტვრა. თამაში თავის თავზე აიღო ჯიმი ბატლერმა და ოვერტაიმში ფაქტიურად მარტომ მოუგო დენვერს, თამაშში კი 39 ქულა გააკეთა.

16:53 | 28.12.2017
Beka-1991 (596)

ძალიან მაგრად ათამაშდა ჯიმი

14:41 | 28.12.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

რა მოხდა წუხელ ყველაზე საინტერესო ნბა-ში ? ალბათ რონდოს 25 პასი...

17:12 | 28.12.2017
Beka-1991 (596)

მე კერის პრესკოფერენციაზე ნათქვამს გამოვარჩევდი, რო ზაზა ამ სეზონის განმავლობაში ძირითადი ცენტრი იქნება. მილოუკიში გადასვლას მერეც მოასწრებს და თუ გოლდენი ჩემპიონი გახდება ბარემ ორ გზის გამარჯვებული გვყავდეს

0.150576