ფეხბურთი

20:10 | 27.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინი ბელგიის ნაკრებს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი მარუან ფელაინი ბელგიის ეროვნულ ნაკრებში კარიერას რუსეთში გასამართი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა ჟურნალ Humo-სთან საუბრისას გაავრცელა.

"2018 წლის მუნდიალი გახდება ბოლო ტურნირი, რომელშიც ბელგიის ნაკრებთან ერთად მივიღებ მონაწილეობას. ეროვნულ გუნდში უკვე 12 წელიწადი ვთამაშობ და ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი ვარ." - განაცხადა 30 წლის ფეხბურთელმა.

მარუანს "წითელი ეშმაკების" რიგებში დებიუტი 2007 წლის 7 თებერვალს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა. მას შემდეგ ფელაინიმ 80 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრები 16 გოლით გაახარა.

0.114216