ფეხბურთი

17:51 | 27.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მე-9 საჯარო სკოლაში ნოდარ ახალკაცის ბიუსტი გაიხსნა

27 დეკემბერს, ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის მე-9 საჯარო სკოლაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისფინანსური მხარდაჭერითა და ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის ორგანიზებით, ნოდარ ახალკაცის ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტის გახსნის ღონისძიებას მისი ოჯახის წევრები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დავეტერანი ფეხბურთელები დაესწრნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტს, ლეგენდარულ მწვრთნელსა და დიდ საფეხბურთომოღვაწეს 2018 წლის 2 იანვარს 80 წელი შეუსრულდებოდა.

კახა ჭუმბურიძე: „ძალიან კარგი საქმე გაკეთდა ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის საკრებულოსა და მე-9 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობის ერთობლივი მუშაობით. ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს დიდი ქართველი მწვრთნელისა და პიროვნების სახელის უკვდავყოფას.“

ალექსანდრე ჩივაძე: „ნოდარი თბილისის „დინამოს“ ისტორიაში მეოცე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელადაა აღიარებული. მისი წვლილი ქართულ ფეხბურთში ძალიან დიდია. იმას რასაც თბილისის „დინამომ“ 1981 წელს მიაღწია დიდწილად სწორედ ნოდარ ახალკაცის დამსახურებაა. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ მე-9 სკოლას ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, თუმცა ჩვენ ვეტერანები თბილისის მერიას ვთხოვთ, რომ ნოდარ ახალკაცის ქუჩა გახსნას.“

ნოდარ ახალკაცი უმცროსი: „ჩვენ, რა თქმა უნდა, მოხარული ვართ. ოჯახის სახელით მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში. საქართველოს ფეხბურთს ფედერაციას, ვეტერანთა კავშირს და თვითონ მოქანდაკეს, გოგი შხვაცაბაიას. გვეამაყება, რომ დღევანდელ დღეს მოხდა ნოდარ ახალკაცის დაფასება. 2 იანვარს 80 წელი შეუსრულდებოდა მას და მომავალ წელს კიდევ არის დაგეგმილი რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას დაფასებისთვის, აქ მობრძანებისთვის და იმისთვის, რომ ამ ადამიანის სახელი ახსოვს ყველას ვისაც კი, ფეხბურთი უყვარს.“

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11255