21 წლის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი თბილისის “დინამოში” დარჩა. მან წელიწადნახევრით გაახანგრძლივა კონტრაქტი.
კიტეიშვილი 2015 წლიდან თამაშობს “დინამოში”, ყველა ასაკობრივი ნაკრები გაიარა და წლეულს, როგორც იცით, ეროვნულ ნაკრებშიც ათამაშა ვლადიმირ ვაისმა.
კიტეიშვილი “დინამოს” კაპიტანია. ამდენი ფეხბურთელის წასვლის შემდეგ, ალბათ, მის გარშემო აეწყობა გუნდი.