კალათბურთი

11:17 | 27.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კავაიმ 21 ქულა ჩააგდო, ჩენდლერმა ბოლო წამზე ჩატენა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.

“სან ანტონიომ” შინ “ბრუკლინი” 109:97 დაამარცხა. ტეხასელებს კავაი ლეონარდმა ულიდერა, რომელმაც ყველაზე მეტი 21 ქულა ჩააგდო. “სან ანტონიომ” მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობა. “სან ანტონიო” 24 მოგებით და 11 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

“ფინიქსი” შინ “მემფისს” დაუპირისპირდა. 97:95 იყო ანგარიში ფინიქსის სასარგებლოდ, მატჩის დასრულებამდე ერთი წამით ადრე დათვებმა ორქულიანი ჩააგდეს, ანგარიში 97:97 გახადეს და თითქოს ოვერტაიმი უნდა დანიშნულიყო. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 00.6 წამის მეასედი იყო დარჩენილი, რა დროსაც ალე-უპი დაუკიდეს ტაისონ ჩენდლერს, რომელმაც ბურთი ჩატენა (VIDEO) და გუნდს 99:97 გამარჯვება მოუტანა.

“მილოუკი” მოულოდნელად საკუთარ დარბაზში “ჩიკაგოსთან” 106:115 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ხარებმა” 32:23 მოიგეს. “ჩიკაგოში” 24 ქულით ნიკოლა მიროტიჩი გამოირჩა, “მილოუკში” კი იანის ადეტოკუმპო 28 ქულით საუკეთესო იყო.

“დალასი” – “ტორონტო” 98:93 (31:23, 26:30, 28:24, 13:16)

https://www.youtube.com/watch?v=7WdXSC1DLAE

“დეტროიტი” – “ინდიანა” 107:83 (40:19, 18:26, 24:14, 25:17)

https://www.youtube.com/watch?v=IYRQKKzUXIc

“მაიამი” – “ორლანდო” 107:89 (21:18, 22:31, 25:19, 39:21)

https://www.youtube.com/watch?v=nUD1Ip5tJlc

“მილოუკი” – “ჩიკაგო” 106:115 (31:22, 22:34. 30:27, 23:32)

https://www.youtube.com/watch?v=8rjRf010BDw

“სან ანტონიო” – “ბრუკლინი” 109:97 (19:16, 31:28, 30:25, 29:28)

https://www.youtube.com/watch?v=2WV5V1xL6tg

“დენვერი” – “იუტა” 107:83 (28:20, 22:14, 26:25, 31:24)

https://www.youtube.com/watch?v=fCHgREXPqZw

“ფინიქსი” – “მემფისი” 99:97 (29:19, 28:34, 19:23, 23:21)

https://www.youtube.com/watch?v=M4C184tYrbM

“კლიპერსი” – “საკრამენტო” 122:95 (30:30, 41:23, 24:20, 27:22)

https://www.youtube.com/watch?v=IfhmNxDVQAE

თეგებიNBA
0.124353