ფინეთში ერთ დროს პოპულარული და ეპატაჟურობით განთქმული, აწუკვე ყოფილი მოდელი, ვიივი აველინი თავის ძველ და პირველად პროფესიას დაუბრუნდა. ცუდი არაფერი იფიქროთ. ქალბატონ ვიივის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და უკვე რამდენიმე თვეა ფინელ სპორტის მოყვარულებს სპორტულ სიახლეებს ტელევიზიით ამცნობს.
ვიივი აველინი ახლა უკვე გვარიანად ასაკშეპარული დიაცია, მაგრამ ყინულმრავალ ფინეთში მასთან თბილად ჩაღუნღულებაზე კვლავ მრავალი მამრი ოცნებობს და არც გაემტყუნებათ. ჩვენ ხომ ჟამთასვლამ და საკუთარმა გრძნობებმა გვასწავლა, რომ კარგი ქალი სიბერემდე შეიძლება გჭრიდეს თვალს.
ფინელ სპორტის ქომაგთათვის კარგი და საამო კიდევ ისიცაა, რომ ქალბატონ ვიივი აველინის სპორტი შესანიშნავად სცოდნია და იგი არ გახლავთ მხოლოდ მაყურებელთა მისაზიდად მოფიქრებული სატელევიზიო ტრიუკი. ასეთი ქალი კი დაგვეთანხმებით, რომ ყოველ ალაგას უნდა ფასდებოდეს.