ფეხბურთი

23:20 | 26.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კანტემ საფრანგეთში ყველას აჯობა

საფრანგეთის 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ნგოლო კანტე დასახელდა. France Football-ის ვერსიით, ლონდონის “ჩელსის” საყრდენი მიმდინარე წელს ფრანგ მოთამაშეებში ყველაზე გამორჩეული იყო.

კანტემ გამოკითხვაში 90 ქულა დააგროვა და მცირედით აჯობა მეორე ადგილზე გასულ კილიან მბაპეს (85 ქულა). მესამე პოზიციას დასჯერდა ქარიმ ბენზემა – 52 ქულა.

რაც შეეხება კანტეს, 2017 წელს მის ანგარიშზე 21 მატჩია და “ჩელსის” რიგებში ინგლისის ჩემპიონი გახდა.

0.114729