ფეხბურთი

23:45 | 26.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარს ოქროს ბურთი მოუნდა

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ფორვარდ ნეიმარს ოქროს ბურთის მოგების სურვილი გაუმძაფრდა. როგორც ბრაზილიელმა Aშ-თან საუბარში აღნიშნა, ამ ტიტულის მოსაგებად მხოლოდ მისი გარჯა არ არის საკმარისი და გუნდმა ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს.

“მინდა მოვიგო ოქროს ბურთი, მაგრამ ვხვდები, რომ ამას მარტო ვერ გავაკეთებ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია არამარტო ჩემზე, არამედ ჩემს თანაგუნდელებზეც.

ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან დამეხმარება. ასევე კარგად ასპარეზობაა საჭირო მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგან ეს მაჩვენებელიც იქნება გათვალისწინებული. პირველ რიგში გუნდური გამარჯვება უნდა მოვიპოვო”, -განაცხადა ნეიმარმა.

0.111627