ფეხბურთი

20:16 | 26.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა მესიზე: “დრო ურთიერთობას ამარტივებს”

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა ანდრეს ინიესტამ თავის თანაგუნდელ ლიონელ მესიზე ისაუბრა. ესპანელმა ნახევარმცველმა Marca-ს განუცხადა, რომ არგენტინელი კვლავ განაგრძობს პროგრესს და ის არასოდეს ჩერდება.

“მე და ლეოს ერთმანეთის შესანიშნავად გვესმის. წლებია ერთად ვართ და ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცით. წინასწარ შეგვიძლია განვსაზღვროთ რომელი რა მოძრაობას გააკეთებს და სად იმყოფება. შემიძლია ვიცოდე მოედნის რომელ ნაწილშია მესი ისე, რომ არც კი შევხედო. ამდენხნიანი თანამშრომლობა ურთიერთობას ამარტივებს. გარდა ამისა, შემიძლია ვთქვა, რომ მესი ყოველთვის პროგრესირებს და ის არ ჩერდება”, - განაცხადა ინიესტამ.

ინიესტა და მესი კატალონიურ გრანდში 2004 წლიდან მოყოლებული ერთად თამაშობენ.

0.113119