ფეხბურთი

17:55 | 26.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი “ბარსელონას” უახლოვდება

ინგლისური “საუთჰემპტონის” მცველი ვირჯილ ვან დეიკი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სავარაუდოდ, გუნდს შეიცვლის.

A Bola-ს ინფორმაციით, ჰოლანდიელი ფეხბურთელი “ბარსელონაში” გადასვლის სურვილს გამოთქვამს და თავად კატალონური კლუბიც მზადაა, ის თავის რიგებში იხილოს. როგორც ცნობილია, “საუთჰემპტონი” ვან დეიკს 70 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს.

“ბარსელონას” გარდა ვან დეიკს “ლივერპულს”, “მანჩესტერ სიტისა” და “ჩელსის” უკავშირებენ.

0.112324