ფეხბურთი

16:30 | 26.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: “ბაიერნის” ფეხბურთელებმა ანჩელოტი გაწირეს”

იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიუნხენის “ბაიერნიდან” კარლო ანჩელოტის გათავისფულების შესახებ საუბრობს. როგორც კაპელომ Sky Italia-ს განუცხადა, გერმანული გუნდის ფეხბურთელებს ანჩელოტის ხელმძღვანელობით თამაში არ სურდათ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ის პოსტიდან გაეთავისუფლებინათ.

“ბევრს აინტერესებს რა შეცვალა ჰაინკესმა “ბაიერნში” – პასუხი მოთამაშეებშია. ისინი ანჩელოტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მათ უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ პრობლემა მწვრთნელში იყო. უბრალოდ, გუნდს ანჩელოტის ხელმძღვანელობით თამაში არ უნდოდა”, - განაცხადა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტიმ “ბაიერნი” მიმდინარე წლის სექტემბერში პსჟ-სთან მარცხის შემდეგ დატოვა. მის ნაცვლად კი იუპ ჰაინკესი დანიშნეს, რომლის თავკაცობით “რეკორდმაისტერმა” ძველებური სათამაშო ფორმა დაიბრუნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111795