ხორვატიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რობერტ პროსინეჩკიმ განაცხადა, რომ ლუკა მოდრიჩის დარი მოთამაშე მის სამშობლოს არასოდეს ჰყოლია.
“მოდრიჩი ყველა პარამეტრით იმსახურებს ასეთ შეფასებას. მის მოგებულ ტიტულებს რომ თავი დავანებოთ, ლუკა საუკეთესო თამაშს აჩვენებს. მან ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო და სამივეჯერ ერთ-ერთი ლიდერი იყო “რეალისა”. ასევე, სამჯერ შეიყვანეს მსოფლიოს წლის სიმბოლურ ნაკრებში”.
შეგახსენებთ, პროსინეჩკი ხორვატიის იმ ბრწყინვალე ნაკრების წევრი გახლდათ, რომელმაც 1998 წელს მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა. ხორვატებს ასევე ჰყავდათ დავორ შუკერი, ზვონიმირ ბობანი, რობერტ იარნი, სლავენ ბილიჩი და სხვები...