კალათბურთი

13:17 | 26.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონის 7 ქულა და მეორე გამარჯვება თურქეთში

მაიკლ დიქსონმა თურქულ “ბაჰჩეშეჰირში” გადასვლის შემდეგ მეორე მატჩი მოიგო. მისი გუნდი თურქეთის რანგით მე-2 ლიგაში (TBL) ასპარეზობს, რომელიც სტუმრად “ბანდირმას” შეხვდა და 69:63 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების წევრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. დიქსონმა 7 ქულა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მაიკლმა 7-დან 3 ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ბაჰჩეშეჰირმა” 8 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 30 დეკემბერს, შინ, ერთერთ აუტსაიდერ “პეტკიმთან” ჩაატარებს.

gbf.ge

0.119375