სულ რამდენიმე დღეში 2017 წელი იწურება და ახალ წელს აბა ისე როგორ და რა ნამუსით უნდა შევხვდეთ, ფეხბურთის ყოველთა ქომაგთა სამშვენისის, პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების თილისმის, დიდებულისა და მკერდდალოცვილის, ლარისა რიკელმეს შესახებ ახალი ამბები რომ არ გავიგოთ?!...
მიუხედავად იმისა, რომ ლარისას არცთუ წარმატებული წელი ჰქონდა, რადგან ვერ აღსრულდა მისი დიდი ხნის ოცნება და მაინც ვერ მოხვდა პარაგვაის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე, რიკელმეს ქალი ცხოვრების წუნწუხში არ წვება და იცის - გულთან დარდი რომ მიუშვას, იქამდე მისი მკერდის ორი უზარმაზარი “ბარიერია“ გადასალახი.
ახალ წელს ლარისა რიკელმე მშობლიურ პარაგვაიში ხვდება და ერთ-ერთ იქაურ პოპულარულ სატელევიზიო შოუშიც საახალწლო სტუმრად იქნება გამოჭიმული. სტუმრის რანგში მიწვეულმა ჩვენმა ტკბილმა ლარისამ შესაძლოა ოზონის შრის პრობლემაზე არ ისაუბროს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მისი ცქერის დროს, ლარისას ბაგეთგან ამოსულ სიტყვებს ისედაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.