სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

10:57 | 26.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 7 ქულა და “მეგა ბიმაქსის” მარცხი “ცრვენა ზვეზდასთან”

გოგა ბითაძის “”მეგა ბიმაქსმა” ადრიატიკის ლიგის ლიდერ “ცრვენა ზვეზდას” უმასპინძლა და 85:90 დამარცხდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ერთი ეპიზოდის შემდეგ, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირიც ქართველი ცენტრი იყო, მატჩი კარგა ხნით შეწყდა. მსაჯები ვიდეოფირზე განიხილავდნენ ეპიზოდს, როცა გოგამ “ცრვენა ზვეზდას” ფრანგ ცენტრ მათიას ლესოს დაუფარა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ცუდად დაეცა და შემდეგ კონფლიქტი წარმოიშვა.

ქართველი ცენტრი დაფარებისთვის დააჯარიმეს, ხოლო ლესო მოედნიდან გააძევეს. ბითაძისთვის ეს პერსონალური მე-5 აღმოჩნდა და ქართველმაც დატოვა თამაში. შეხვედრის ბოლო 5 წუთი ბრძოლაში ჩამთავრდა და “ცრვენა ზვეზდამ” 5 ქულით იმარჯვა.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 19 წუთი გაატარა. გოგამ 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და მოგროვებულ 7 ქულას, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. “მეგა ბიმაქსში” 17 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო ალეკსანდარ ლაზიჩი გახლდათ.

ბითაძის გუნდს 13 ტურის შემდეგგ 4 მოგება შერჩა და ამ შედეგით ადრიატიკის ლიგაში ბოლოსწინა – მე-11 ადგილზეა. მორიგ მატჩს “მეგა ბიმაქსი” 30 დეკემბერს, მონტენეგროში, “მორნართან” გამართავს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113396