1940 - დაიბადა ვლადიმერ რუბაშვილი. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და თვითმყოფადი მოჭიდავე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, 1961 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (62 კგ წონითი კატეგორია). რომის 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. საბჭოთა კავშირის 3-გზის ჩემპიონი (1961, 1962, 1963). ვლადიმერ რუბაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა 1964 წლის 2 თებერვალს. ზოგიერთ ცნობარში რუბაშვილის დაბადების დღედ ჩაწერილია 2 დეკემბერი, რაც არასწორია.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1917 - ჰოკეის ეროვნული ლიგის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა მცველმა. შაიბა “ტორონტო მეიფლ ლივზის” უკანახაზელ ჰარი კამერონს ეკუთვნოდა.
1920 - მილანის “ინტერის” შემადგენლობაში ხუთმა ძმამ ჩევენინიმ ითამაშა. “ინტერი” “მილანეზეს” 2:2 დაუზავდა.
1925 - ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩში, რეკორდული დარტყმების რაოდენობა (141) განხორციელდა. “ამერიკანზმა” 73-ჯერ შეუტია “პიტსბურგ პირეიტსის” კარს. მეტოქემ კი, – 68-ჯერ. თამაში “ამერიკანზმა” 3:1 მოიგო.
1925 - ამერიკულ ფეხბურთში პირველად ჩატარდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მატჩი. შეხვედრას 25 ათასი მაყურებელი დაესწრო.
1928 - ლეგენდარულმა ამერიკელმა მოცურავე და კინომსახიობმა, ჯონი ვაისმიულერმა სამოყვარულო ცურვიდან წასვლის თაობაზე ოფიციალურად განაცხადა.
1934 - იაპონიაში ბეისბოლის პირველი პროფესიონალური კლუბი, “იომიური ჯაიანთსი” დაარსდა.
1943 - “ჩიკაგო ბიარზი” ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის ჩემპიონი გახდა.
1946 - დევისის თასის 35-ე გათამაშების ფინალში, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა, ავსტრალიის ნაკრებს 5:0 მოუგო. მატჩი მელბურნში ჩატარდა.
1960 - “ფილადელფია იგლზმა” “გრინ ბეი პეკერზი” 17:13 დაამარცხა და ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის ჩემპიონი გახდა.
1986 - დუგ ჯარვისმა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, ზედიზედ 916-ე მატჩი ჩაატარა. იმ დღეს, ჯარვისი 31 წლისა იყო.
1990 - გარი კასპაროვმა ანატოლი კარპოვი დაამარცხა და ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
2004 - “მაიამი ჰითში” გადასვლის შემდეგ შაკილ ო’ნილი პირველად დაუპირისპირდა თავის ყოფილ გუნდს “ლოს ანჯელეს ლეიკერსს”. ფლორიდელებმა კალიფორნიელები დამატებით დროში 104:102 დაამარცხეს.
2013 - “მაიამი ჰითის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი მე-3 კალათბურთელი გახდა, რომელიც სააგენტო Associated press-ის ვერსიით, წლის სპორტსმენის ტიტული დაიმსახურა. აქამდე ლაურეატები ლარი ბერდი (1986 წელი) და მაიკლ ჯორდანი (1991-91) იყვნენ.
ამ დღეს დაიბადნენ
1905 - ანფილოჯინო გუარიზი. ბრაზილიური წარმოშობის იტალიელი ფეხბურთელი. გამოდიოდა ბრაზილიისა და იტალიის ნაკრებებში. “სკუადრა აძურას” შემადგენლობაში 1934 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
1908 - რალფ ჰილი. ამერიკელი მძლეოსანი. 5 კილომეტრზე რბენაში 1932 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1925 - გეორგ ბუშნერი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ყველაზე წარმატებული საფეხბურთო მწვრთნელი. გდრ-ის ნაკრებს სათავეში ედგა 1970-81 წლებში. გუნდი 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახადა. 1974 წელს გდრ-ის ნაკრები ისტორიაში ერთადერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა. ბუშნერი ნაკრებს 101 მატჩში ხელმძღვანელობდა.
1935 - ბარბარა ჯეკეტი. მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ის მძლეოსანთა ნაკრების მწვრთნელი.
1936 - სტივენ ჩალმერზი. გასული საუკუნის 60-იანი წლების გლაზგოს “სელტიკის” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი (ფორვარდი). 1967 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. შოტლანდიის შვიდგზის ჩემპიონი.
1938 - ევგენი გომელსკი. ცნობილი საბჭოთა საკალათბურთო სპეციალისტის ალექსადრე გომელსკის ძმა. 1992 წლის ოლიმპიადაზე წვრთნიდა დსთ-ის ქალ კალათბურთელთა ნაკრებს და გუნდი თამაშების ჩემპიონი გახდა.
1940 - ვლადიმერ რუბაშვილი. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და თვითმყოფადი მოჭიდავე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, 1961 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (62 კგ წონითი კატეგორია). რომის 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. საბჭოთა კავშირის 3-გზის ჩემპიონი (1961, 1962, 1963). ვლადიმერ რუბაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა 1964 წლის 2 თებერვალს. ზოგიერთ ცნობარში რუბაშვილის დაბადების დღედ ჩაწერილია 2 დეკემბერი, რაც არასწორია.
1942 - იოზეფ ადამეცი. ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ფორვარდი. წარმოშობით სლოვაკი. 1968 წელს ჩეხოსლოვაკიელებმა ბრაზილიას 3:2 მოუგეს და სამივე ბურთი ადამეცის ანგარიშზეა. ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონატებში ჩაატარა 383 მატჩი, გაიტანა 170 გოლი. ეს ამ აწ უკვე დაშლილი ქვეყნის პირველობების მესამე მაჩვენებელია.
1954 - ულრიხ დაისნერი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნიჩბოსანი. 1976 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი (ოთხადგილიანი ნავი).
1954 - ვალტერ დაისნერი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნიჩბოსანი. 1976 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი (ოთხადგილიანი ნავი).
1954 - ვახტანგ კოპალეიშვილი. თბილისის “დინამოს” და ლანჩხუთის “გურიას” ნახევარმცველი. 1976 წელს მოიპოვა საკავშირო თასი. 1977 წლის სსრკ-ის პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი. 1976 წლის შემოდგომის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. საკავშირო პირველობებში ჩაატარა 84 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.
1958 - შოთა ხაბარელი. ქვესაშუალო წონითი კატეგორიის (78 კგ) ძიუდოისტებს შორის მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. პირველ წრეში ქულებით (კოკა) დამარცხა ჰარალდ ჰაინკე (გდრ), შემდეგ ქულებით (კოკა) მოუგო ბულგარელ გიორგი პეტროვს. ქულებით (იუკო) აჯობა რუმინელ მირჩა ფრეტიკეს, მე-4-ე წრეში კი, ასევე ქულებით (იუკო) მოუგო კუბელ ხუან ფერეროს. შოთა ხაბარელი საბჭოთა კავშირის ხალხთა მე-7-ე სპარტაკიადის (1983) და ევროპის გუნდური (1979) ჩემპიონი, ასევე ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა (1979, 1980, 1982) და ბრინჯაოს (1981, 1983) პრიზიორია. მსოფლიოს 1983 წლის ჩემპიონატზე ხაბარელმა დაიკავა მე-3-ე ადგილი. შოთა ხაბარელი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1987-91, 1997-2009) იყო. 2006 და 2008 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო მწვრთნელად.
1973 - რაიან ბერუბე. ამერიკელი მოცურავე. 800 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში 1996 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.
1975 - მარსელო რიოსი (მარსელო ანდრეს რიოს მაიორგა). ჩილელი ჩოგბურთელი. სამხრეთ ამერიკის პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის კლასიფიკაციაში პირველი საფეხურის დაკავება მოახერხა. მარსელო რიოსს მოგებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი, 1998 წელს კი, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში იასპარეზა და ჩეხ პეტრ კორდასთან წააგო (6:2, 6:2, 6:2).