ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი დიკ ადვოკაატი, რომელმაც თანამდებობა გასულ თვეში დატოვა, როტერდამის “სპარტას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ჰოლანდიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 70 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა გათვლილი და ის მოვალეობის შესრულებას ზამთრის შესვენებისას შეუდგება.
ადვოკაატის მიზანი გუნდისთვის ერედივიზიონში ადგილის შენარჩუნება იქნება. როტერდამელები 17 მატჩში მოპოვებული 11 ქულით, “როდასთან” ერთად, სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფებიან.