ფეხბურთი

18:50 | 25.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფორლანი ბრუნდება

38 წლის დიეგო ფორლანი ერთწლიანი პაუზის შემდეგ პროფესიონალურ ფეხბურთს უბრუნდება. ურუგვაის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი სამშობლოში ითამაშებს. ის უახლოეს დღეებში გააფორმებს კონტრაქტს “პენიაროლთან”, რომლის ღირსებას 2015-2016 წლების სეზონშიც იცავდა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ფორლანს კარიერის განმავლობაში “ინდეპენდიენტეს” (1997-2002), “მანჩესტერ იუნაიტედის”(2002-2004), “ვილიარეალის” (2004-2007), მადრიდის “ატლეტიკოს” (2007-2011), “ინტერის” (2011-2012), “ინტერნასიონალის” (2012-2014), “ოსაკას” (2014-2015), “პენიაროლისა” (2015-2016) და “მუმბაი სიტის” (2016) რიგებში უთამაშია. სწორედ ინდური გუნდის რიგებში ჩაატარა ბოლო ოფიციალური მატჩი მან 2016 წლის 10 დეკემბერს.

0.123042