მიუხედავად განელი მობურთალის, კევინ პრინს-ბოატენგის დაჟინებული სურვილისა და თხოვნისა, კევინის ცოლმა, პოპულარულმა მოდელმა და ტელეწამყვანმა, მელისა სატამ მაინც თავისი გაიტანა და ქმარს საშობაოდ ბოატენგის მშობლებთან და ნათესავებთან აფრიკაში წასვლა გადააფიქრებინა.
მელისა სატას შობის დღეების კარიბის ზღვის კუნძულებზე გატარება ნამეტნავად ყვარებია და მაშინ, როდესაც ჩვენი პლანეტის დიდი ნაწილი ამ დღის ოჯახურ გარემოში გატარებას ამჯობინებს, ქალბატონი მელისა სწორედ მაშინ ისურვილებს ხალხმრავლობიდან თავის დაღწევას და ცხელ კუნძულზე წამოპლაკვას.
კევინ პრინს-ბოატენგზე ერთადერთი რისი თქმაც შეგვიძლია, როგორც ჩანს ნამეტნავად შესციცინებს და შეჰხარის თავის კაპარჩხანა ცოლს და გადაწყვეტილებებსაც როგორც ვხედავთ ცოლის სურვილით მარტივად იცვლის. არადა, ბოატენგის თანაგუნდელებს რომ ჰკითხოთ, შავტუხა კევინი დიდი ჯიუტი და თავისნათქვამა ვინმეა...