ისტორია

9:28 | 25.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

25 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1951- დაიბადა დავით კვაჭაძე. პირველი ქართველი მოკრივე, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო (81 კგ წონითი კატეგორია). მან ეს 1977 წელს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ ჰალეში მოახერხა, თანაც ფინალურ ორთაბრძოლაში რინგის მასპინძელი დაამარცხა. დავით კვაჭაძე საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონია (1976, 1977, 1979). მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის მოკრივეთა ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. პირველ წრეში აშკარა უპირატესობით მოუგო დიდ ბრიტანელ სტრონ მაკდონალდს, ხოლო მეოთხედფინალში ქულებით დამარცხდა იუგოსლავიელ სლობოდან კაჩართან. ეს უკანასკნელი საბოლოოდ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1888- ბეისბოლის მატჩი პირველად ჩატარდა დარბაზში. ეს აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში მოხდა.

1908- ჯეკ ჯონსონმა, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ტომი ბერნსი მე-14-ე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იგი ამ წონაში პლანეტის პირველი შავკანიანი ჩემპიონი იყო.

1930- აშშ-ში ბობსლეის პირველი ტრასა გაიხსნა. ეს ლეიკ პლესიდში მოხდა. იმავე დღეს გამართულ შეჯიბრებაზე, ჰოლანდიელმა ვან ჰოევენბურგმა გაიმარჯვა.

1945- თბილისის “დინამომ” რუმინული ტურნეს ბოლო მატჩში, რომელიც ტიმოშოარაში შედგა, ამავე ქალაქის ნაკრებს 5:0 მოუგო. გოლები ვიქტორ ბერეჟნოიმ (2), ვიქტორ პანიუკოვმა (2) და გაიოზ ჯეჯელავამ გაიტანეს. “დინამო”: სანაია, ფროლოვი, კიკნაძე, სალდაძე, მ. ბერძენიშვილი, გაგუა, ჯეჯელავა, ღოღობერიძე, პაიჭაძე, ბერეჟნოი, პანიუკოვი.

1950- “კლივლენდ ბრაუნზმა” “ლოს ანჯელეს რემზი” 30:28 დაამარცხა და ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული ლიგის (NFL) ჩემპიონი გახდა.

1955- “კლივლენდ ბრაუნზი” NFL-ის ჩემპიონი გახდა.

1971- ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში, ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ჩატარდა. “დოლფინზი” და “ჩიფსი” ერთმანეთს 82 წუთისა და 40 წამის განმავლობაში ეპაექრებოდნენ. თამაში “დოლფინზმა” მოიგო (27:24).

1973- შოტლანდიელმა ტომი ჩეიმბერსმა, 51 საათიანი ველომოგზაურობა დაასრულა. ამ ხნის განმავლობაში, მან 799.405 მილი გაიარა.

1984- ბერნარ კინგმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის შეხვედრაში, 60 ქულა გააკეთა.

2006- ინგლისური “ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადაყენებული ალან პერდიუ, “ჩარლტონის” თავკაცად დაინიშნა.

2007- ჰოლანდიური “ჰერაკლესის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, რუდ ბროიდი გადააყენა, რომელიც მისმა თანაშემწემ, ჰენდრი კრუზენმა შეცვალა.

2011- ლოკაუტის შემდეგ ორთვიანი დაგვიანებით სტარტი აიღო ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულმა ჩემპიონატმა.

ამ დღეს დაიბადნენ

1909- ოლდრჟიხ ნეედლი. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებისა და პრაღის “სპარტას” ფეხბურთელი. 1934 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი და საუკეთესო ბომბარდირი. მუნდიალ1938-ის მონაწილე. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 44 მატჩი, გაიტანა 30 გოლი.

1923- ნილ ვანდერნოტი. ფრანგი ნიჩბოსანი. 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

1925- ოსი რაიჰარტი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოთხილამურე. გიგანტურ სლალომში, 1956 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1930- არმენაკ ალაჩაჩიანი. მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას 1953, 1961, 1963 და 1965 წლებში გახდა ევროპის ჩემპიონი. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი (1964). 1961 და 1963 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა თასი. საბჭოთა კავშირის რვაგზის ჩემპიონი (1959-66). 1960-66 წლებში იყო ცსკა-ს კაპიტანი. მწვრთნელობისას მოსკოველი არმიელები საბჭოთა კავშირის ჩემპიონები (1969) გახადა და ჩემპიონთა თასი (1970) მოაგებინა. 1971 წელს ემიგრაციაში კანადაში წავიდა, სადაც საიუველირო მაღაზიათა ქსელის მეპატრონე გახდა.

1942- ფრანსუაზა დიური. ფრანგი ჩოგბურთელი. 1976 წელს მოიგო აშშ-ის პირველობა (დახურულ დარბაზში).

1944- ჟაირზინიო (ჟაირ ვენტურა ფილიო). ბრაზილიის ნაკრების (1964-82), “ბოტაფოგოს” (1959-74, 1981-82), მარსელის “ოლიმპიკის” (1974-75), “კრუზეიროს” (1976), “პორტუგეზას” (1977) ფორვარდი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონი. მექსიკის მუნდიალის ყველა მატჩში მოახერხა გოლის გატანა. მონაწილეობდა 1966 და 1974 წლების მსოფლიოს ჩემპიონებზეც. 1974 წლის მუნდიალის მეოთხეადგილოსანი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 81 მატჩი, გაიტანა 33 გოლი. “კრუზეიროს” შემადგენლობაში 1976 წელს მოიგო ლიბერტადორესის თასი. “ბოტაფოგოს” რიგებში გამოსვლისას 1968 წელს დაეუფლა ბრაზილიის თასს.

1948- ჟოელ ნატალინო სანტანა. ბრაზილიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას “ვასკო და გამას” ცენტრალური მცველი იყო. განსაკუთრებულ წარმატებას სამწვრთნელო ასპარეზზე მიაღწია. “ვასკო და გამა” 2000 წელს ბრაზილიის ჩემპიონი გახადა, “ბოტაფოგოს”, “ფლამენგოს”, “ფლუმინენსეს” და “ვასკო და გამას” კი რიო დე ჟანეიროს (კარიოკას) შტატის პირველობა მოაპოვებინა. 2008-09 წლებში წვრთნიდა სამხრეთ აფრიკის ნაკრებს. სანტანას მეთაურობით “ბაფანა ბაფანამ” 2009 წლის კონფედერაციათა თასზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

1951- დავით კვაჭაძე. პირველი ქართველი მოკრივე, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო (81 კგ წონითი კატეგორია). მან ეს 1977 წელს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ ჰალეში მოახერხა, თანაც ფინალურ ორთაბრძოლაში რინგის მასპინძელი დაამარცხა. დავით კვაჭაძე საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონია (1976, 1977, 1979). მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის მოკრივეთა ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. პირველ წრეში აშკარა უპირატესობით მოუგო დიდ ბრიტანელ სტრონ მაკდონალდს, ხოლო მეოთხედფინალში ქულებით დამარცხდა იუგოსლავიელ სლობოდან კაჩართან. ეს უკანასკნელი საბოლოოდ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

1953- იურგენ რიობერი. ბრემენის “ვერდერის” (1974-80), მიუნხენის “ბაიერნის” (1980-81), “ნოტინგემ ფორესტის” (1981-82), ლევერკუზენის “ბაიერის” (1982-86), ესენის “როტ ვაისის” (1986-91) ფეხბურთელი. 1981 წელს გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი. წვრთნიდა “შტუტგარტს”, “ჰერტას”, “ვოლფსბურგს”, ბელგრადის “პარტიზანს”, დორტმუნდის “ბორუსიას”. ამჟამად “ანკარასფორის” დამრიგებელია.

1962- მერი ელენ კლარკი. ამერიკელი წყალში მხტომელი. 1992 და 1996 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ბრინჯაოს ორი მედალი.

1965- დმიტრი მირონოვი. რუსეთის ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი. ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი.

1966- ხავიერ ფრანა რაფაელა. არგენტინელი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს რამდენიმე წარმომადგენლობითი ტურნირი.

1968- ჯიმ დოუდი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ვანკუვერ კანაკსის” ცენტრფორვარდი.

1970- ემანუელ ამუნიკე. ნიგერიის ნაკრების, ეგვიპტური “ზამალეკის”, ლისაბონის “სპორტინგის” (1994-96), “ბარსელონას” (1996-2000), “ალბასეტეს” (2000-02) ფორვარდი. 1994 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. იმავე წელს მოიპოვა აფრიკის ეროვნებათა თასი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ნიგერიის ნაკრებში ჩაატარა 40 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. 1994 წელს დაასახელეს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად.

1970- სტუ ბარნსი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ფლორიდა პანტერზის” ცენტრფორვარდი.

1980- ბერნარ რობინსონი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “შარლოტ ბობკეთსის” მსროლელი-ფორვარდი (196 სმ).

0.121851