ფეხბურთი

21:20 | 25.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

სტეფან დე ვრეის "ლაციო" მობეზრდა

რომის “ლაციო” და სტეფან დე ვრეი ურთიერთობას ასრულებენ. როგორც იტალიური მედია იტყობინება. ჰოლანდიის ნაკრების მცველი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს და თვალი რომიდან წასვლაზე უჭირავს. თანაც, თავისუფალი აგენტის სტატუსით.

საქმე ისაა, რომ დე ვრეის “ლაციოსთან” ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და უკვე იანვარში შეუძლია სასურველ გუნდში უსასყიდლოდ გადავიდეს.

როგორც ცნობილი ხდება, 25 წლის ფეხბურთელის დამატება ყველაზე მეტად “ბარსელონასა” და “ინტერს” სურთ. თუმცა, “ლაციოს” თავკაცი სიმონე ინძაგი იმედს არ კარგავს, რომ წამყვანი მცველის გარეშე არ დარჩება. როგორც ინძაგიმ განაცხადა, “ლაციოს” საშობაო საჩუქარი დე ვრეის ახალი კონტრაქტი იქნება.

სტეფან დე ვრეიმ თავი 2014 წლის მუნდიალზე გამოიჩინა. სწორედ იმ ზაფხულს ჩაირიცხა ჰოლანდიელი “ლაციოში”, ხოლო მანამდე “ფეიენოორდის” ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონში დე ვრეის აქტივში ყველა ტურნირის ჩათვლით 20 მატჩი და 3 გოლია.

0.139054