ფეხბურთი

20:44 | 24.12.2017 | ნანახია 5875 - ჯერ

ემანუელ ებუეს მძიმე ისტორია

ლონდონის “არსენალისა” და კოტ დივუარის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ემანუელ ებუე სიღარიბეში ცხოვრობს. აფრიკელმა ფეხბურთელმა ბრიტანულ Mirror-თან საკმაოდ მძიმე ისტორია მოჰყვა და განაცხადა, რომ ფული საერთოდ აღარ აქვს.

ებუე იხსენებს, რომ სუიციდზე ფიქრობდა და ახლა, მხოლოდ ღმერთის დახმარების იმედი აქვს.

“ყველაფერი დავკარგე. იმის გამბედაობაც არ მაქვს, რომ სახლის კარი გავაღო. თურქეთში თამაშის დროს რვა მილიონი გამოვიმუშავე, მაგრამ ფული მთლიანად ჩემს მეუღლეს მივეცი შვილებისთვის. ახლა კი, როცა არაფერი გამაჩნია, ჩემი სამი შვილის ნახვაც არ შემიძლია. არც ადვოკატის დაქირავების შესაძლებლობა მაქვს”, - ამბობს ებუე.

კოტ დივუარელი, რომელსაც თურმე საკუთარი სახლიც აღარ აქვს, მეგობართან რჩება, სადაც იატაკზე სძინავს და ავტობუსით მგზავრობს:

“საწოლში დაძინება მინდა უკვე კარგა ხანია. სარეცხი მანქანის შეძენის შესაძლებლობაც არ მაქვს. ჩემს ტანსაცმელს თვითონ ვრეცხავ და ხელები ისე გამიუხეშდა, მგონია, რომ ფერმაში ვმუშაობ. ძალიან, მეშინია, მხოლოდ ღმერთის დახმარების იმედი მაქვს ამ სიტუაციაში”, - აცხადებს ემანუელი.

აფრიკელ მცველს ნოსტალგიაც მოეძალა და ასეთი რამ განაცხადა:

“ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ჩემი ყოფილი გუნდი (“არსენალი” – რედ) დახმარების ხელს გამომიწვდის. შემიძლია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ვიმუშავო. როდესაც ვხედავ ჩემი ექსთანაგუნდელები ისევ ფეხბურთში არიან, მათ გამო ბედნიერი ვხდები და ჩემი მდგომარეობის მრცხვენია. არც იმას დავმალავ, რომ თვითმკვლელობაზე სერიოზულად ვფიქრობდი”, - დასძინა ებუემ.

34 წლის ემანუელ ებუეს ბელგიურ “ბევერენში” (2002-2004), “არსენალში” (2004-2011), “გალათასარაისა” (2011-2016) და “სანდერლენდში” (2016) უთამაშია. კოტ დივუარის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 2004-2013 წლებში 79 მატჩი და 3 გოლია. აქვე გეტყვით, რომ ებუეს ცოტა ხნის წინ შიდსის დიაგნოზი დაუსვეს...


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:26 | 25.12.2017
ფლიპი (2755)

ra garibulad cxovrobs turkul klubshi tamashobs dges an shidsi saitan moitanet.

13:23 | 25.12.2017
Torres9 (12692)

კარიერის განმავლობაში ამას მინიმუმი 50 მილიონი მაინც ექნება გამომუშავებული რა ..ლე უნდა იყო რომ ესეთ დღეში ჩავარდე,იმედია გამოძვრება...

11:58 | 25.12.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

აგერ იაკუძას დაუწერია ჩემი სათქმელი. ის საყოფაცხოვრებო პრობლემები რაც ამას აქვს, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვისაც "მშობლიურია".
უბრალოდ ებუე კარგ ცხოვრებას მიეჩვია და ეს ყველაფერი მისთვის უდიდესი სტრესია.
ასეთ დროს თავს ვიმშვიდებთ ხოლმე - მთავარია ჯანმრთელობაო, მაგრამ ამ კაცს არც მაგ მხრივ გაუმართლა და ეგაა საშინელება.

03:11 | 25.12.2017
geogreece (9768)

ამას შიდსი აქვს ცოლიც ალბატ ამის გამო გაშორდა გაკოტრებას რაც შეეხება დძაან მაგარი Y-E უნდა იყო ეხლა ფული თუ არ გაგაჩნია!!! აი ოჯახის კაცი და ცოლსვილის დამფასებელი რო ყოფილიყავი უეჭველი ცოლი გვერდიტ დაგიდგებოდა და მასინ არ მიგატოვებდა როცა ყველაზე მეტად გინდოდა გვერდსი დგომა!!! იგულავე კალებში აიკიდე შიდსი მიხვედი მერე ცოლსაც აკიდე ვინ გაგიჩერდება!!!სადღაც მაინც მეცოდება იმედია დაეხმარებიან ისე კი ასეთი კაცი არ არის შესაცოდვებელი!!!

03:10 | 25.12.2017
geogreece (9768)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

03:09 | 25.12.2017
geogreece (9768)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

02:18 | 25.12.2017
federer (17) (15576)

პრემიერლიგაში რა ფულიც უშოვია იმაზე საუბარი არ მაქვს, მაგრამ 8 მილიონად კოდ დიუვარში 3 სიცოცხლეს იცხოვრებ ისე რომ ხელი არ გაანძრიოო

01:45 | 25.12.2017
BEAT (329)

ამის აფერისტი დედა ვატირე

23:24 | 24.12.2017
lagashi (6738)

თუ ჯანმრთელადაა კლუბის პოვნა არ უნდა გაუჭირდეს,

22:09 | 24.12.2017
DEL-PIERO-10 (63)

Shidsi aq da ratom ar dawere admin?albat ar xar garkveuki sutuaciashi,codvaa tan magari,gmerma ushvrlos.

21:24 | 24.12.2017
iakudza (509)

რო ვკითხულობდი ცრემლი მომერია საწყალი ებუე მეთქი ბოლოს რო დავამთავრე აქეთ იქით მოვიხედე და გამახსენდა მეც რო დავდივარ ავტობუსით და სარეცხის მანქანა გამიფუჭდა და ხელით რო ვრეცხავ სარეცხს მაგრამ თავის მოკვლაზე არ მიფიქრია სეცემა

0.121872