დღეს, "ახალი თბილისის” სპორტულ კომპლექსში მდებარე ფრენბურთის არენაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო. საქმეში ხუთი წონითი კატეგორიის მოჭიდავეები ჩაებნენ და ფინალისტები გამოავლინეს. გადამწყვეტი შეხვედრები კი ხვალ გაიმართება.
უმსუბუქეს წონაში - 57 კილოგრამში, ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ოთარ გოგავა და თეიმურაზ ვანიშვილი დაუპირისპირდებიან. 65 კილოგრამში შიდა კონკურენციაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც ჩაერთო. დღე წაუგებლად ჩაამთავრა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე 23-წლამდელთა შორის ევროპის პრიზიორი შოთა ფარტენაძე იქნება.
თანამედროვე ქართული ჭიდაობის ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა აქამდე ყველა დიდი გამარჯვება 57 და 61 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოიპოვა. ახლა კი უკვე კიდევ ერთი წონით მაღლა ცდილობს ნაკრებში დამკვიდრებას და მისი გადაწყვეტილება ლოგიკურიცაა – 61 კილოგრამი არაოლიმპიური წონაა და ტოკიო 2020-ზე მოსახვედრად ხინჩეგაშვილმა ან ისევ 57-მდე უნდა დაიკლოს, ან 65-მდე მოიმატოს.
74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალის საგზურები ავთანდილ კენჭაძემ და ზურაბ ერბოწონაშვილმა მოიპოვეს. 86 კილოგრამში ყველას დავით ხუციშვილმა და სანდრო ამინაშვილმა აჯობეს, ხოლო 97 კილოგრამში – ელიზბარ ოდიკაძემ და ზვიად მეტრეველმა. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში ახალგაზრდებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპის მოქმედ ჩემპიონს – გივი მაჭარაშვილს სძლია (5:2).
ფინალები ხვალ, 17:00 საათზე დაიწყება. იქამდე კი ხალიჩა დარჩენილი ხუთი წონის მოჭიდავეებს დაეთმობათ, წინასწარი ეტაპების შეხვედრების ჩასატარებლად. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბისა და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შიდა კონკურენციაში მონაწილეობა ნაკრების ყველა ტიტულოვანი წევრისთვის სავალდებულოა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=t5j3coTXn5E&list=UUsyhbQggi0M3t_DMePOLgSw')>0?'http://www.youtube.com/watch?v=t5j3coTXn5E&list=UUsyhbQggi0M3t_DMePOLgSw':'http://www.youtube.com/watch?v=t5j3coTXn5E&list=UUsyhbQggi0M3t_DMePOLgSw'))
ესეც დღევანდელი ვიდეო. ტოჩიც არის კადრში ინტერვიუა პატარაა
ხვალ საინტერესო იქნება იჩინოჯო ჰაკუჰოს თუ მოუგებს. ბიჯოოოოოოოოოოოოოოს
ბიჯო რაები მომხდარა, ჰაკუჰოსაც წაუგია და იჩინოჯომ კუკურას მოუგო, ტიტუუუუუუუუუუ
ახლა ვნახე სუმოს საიტზე და კინაღამ გავგიჟდი: ამ იჩინოჯოს დღესაც მოუგია (ახლა კუკურასთვის!) ხოლო ჰაკუჰოს წაუგია გოეიდოსთან. შედეგად, ჰაკუჰოს და იჩინოჯოს ერთნაირი ბალანსი აქვთ (12-1)
და ხვლა ერთმანეთს ხვდებიან! აუ რა ომი იქნება ....
აბა, თვალებს ვერ ვუჯერებდი
ახლა ვნახე სუმოს საიტზე და კინაღამ გავგიჟდი: ამ იჩინოჯოს დღესაც მოუგია (ახლა კუკურასთვის!) ხოლო ჰაკუჰოს წაუგია გოეიდოსთან. შედეგად, ჰაკუჰოს და იჩინოჯოს ერთნაირი ბალანსი აქვთ (12-1)
და ხვლა ერთმანეთს ხვდებიან! აუ რა ომი იქნება ....
Vიდეო არაა დღევნდელი დღის?
ცოტა ხანში იქნება
კიოკუტენჰოს ყოჩაღ, 40 წლის ასაკში კიდე ყომარობს
გაგას დღესაც წაუგია
იჩინოჯო დღეს კუკურას ხვდება და ხვალ ჰაკუჰოს, ვნახოთ აბა რას იზამს
ხვალ ტოჩის M15 ოკინოუმის ახვედრებენ, რომელიც ასევე კარგად მიდის 10-2ზე. საინტერესო ბრძოლა იქნება. იმედია ტოჩი იმარჯვებს.
ტოჩის 13-0 გაუხდა და ძურიო მოიგო უკვე. მარა იმედია ხვალაც და ზეგაც მოიგებს.
ტოჩი დღეს იოლ მოგებას მოველი
ეს აღარ ხუმრობს
წარმატებები
ტოჩიმ ხვალაც უნდა გაგვახაროს მოგებით, აი იჩინოჯომ კუკურასაც თუ მოუგო და არ ვიცი რაა
ჰაკუჰო ძაან ძლიერია და კიდე მუშაობს თავის თავზე. გუშინ წინ იყო მგონი,კინაღამ მოწინააღმდეგის ილეთზე წამოეგო და შეხვედრის შემდეგ, გამეორებას მაყურებინეთო მოითხოვა.იჩინოჯი... ეს დიდი სიურპრიზია ყველასთვის და ჩემი აზრით მომავალი იოკოძუნაა. ტოჩისგან ყველა წარმატებას ველით :-)
იჩინოჯოზე ჯერ მაინც ნაადრევია მაგ დასკვნა, შემდეგ ბაშოზე გამოჩნდება რეალურად რა შეუძლია.
ესე მე 12 დღე ძურიოში
0?'>http://www.youtube.com/watch?v=-AJZxVLy0VE':'>http://www.youtube.com/watch?v=-AJZxVLy0VE'))
ტოჩი უკვე ეჭვი აღარ მეპარება, რომ აიღებს მეოთხე იუშოს ზედიზედ და შემდეგ ბაშოზე მაკუჩისიც იქნება. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, მაგისგან ორჯერ ზედიზედ დამრცხებული იჩინოჯო რეებს შვება მაკუჩიში, იმედი მაქვს რომ ტოჩი არა მხოლოდ გადავა ელიტაში არამედ სანიაკუშიც დაიმკვიდრებს ადგილს.
ვფიქრობ საუკეთესო პერიოდი ახლა იწყება ლევანის კარიერაში,
რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით გაგაზე.
ღმერთმა ქნას ტოჩიმ შეძლოს სანიაკუში თავის დამკვიდრება.
ეს რომელი დივიზიონია ჯიგრებო? სადაც ვჩემპიონედებით
რანგით მეორე.
არ ვიცი, რა ვიცი.. მცოდნე ხალხი უკეთ იტყვით, მაგრამ, ჩემი აზრია, რომ თემურმა წონაში საგრძნობლად უნდა დაიკლოს, თორემ მოწინააღმდეგისთვის გაშიფრულია უკვე მისი ყოველი ნაბიჯი... შეტევა ძლიერი არვს, მაგრამ დაცვაში (წონის გამო) მოუქნელობა უშლის ხელს და კონტრილეთზეც ადვილად ეგება.. მისი სტილი ყველამ იცის, უბრალოდ "არიოლ-რეშკა"-სავითაა მასთან ბრძოლა - გამოუვათ, ხომ კაი, თუ არა და კი აფიქსირებს-ხოლმე, შიგადაშიგ, კაჩი-კოშის..
ჰაკუჰოს მარტო იმიტომ ვაფასებ, რომ რა სიტუაციაში რას იზამს, უმეტეს შემთხვევაში "ჩორტ ივო ზნაეტ"..
აი, ლევანი კი (ტოჩი) აწყვეტილი ბუღასავით მიიწევს მაკუუჩისკენ და ასეთი ტემპით თუ გააგრძელა, იანვრიდან ზედა ფენაში უნდა მოჯდეს!!!!
გაგამ სცადაო წონის დაკლება მარა დასუსტდა და ძალა არ ქონდა საერთოდო
არ გამოუვიდაო, ამიტომ კარიერის ბოლომდე ეგრე იქნებაო.
ხოდა წავა ბოლო დივიზიონსში...
ალბათ ესე მოხდება
იჩინოჯოს კუკურას ახვედრებენ ხვალ, ვნახოთ აბა რას იზამს.
ტოჩის 1 მოგებაც ყოფნის ძურიოს მოსაგებად, მარა იმედია 3-ვეს მოიგებს.