ფეხბურთი

19:15 | 24.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" რეკორდები, უნიკალური ჰარი კეინი და ისტორიული ჰამშიკი

WORLDSPORT.GE აგრძელებს რუბრიკას "ტოპ ჩემპიონატები" - ყოველი ტურის დასრულების შემდეგ გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის, იტალიის სერია A-ს, ესპანეთის ლა ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, ფაქტებს, ისტორიულ მიღწევებს. მაშ ასე, ტოპ ჩემპიონატები ერთ გვერდზე...

იტალია, სერია A

8 – “იუვენტუსს” ზედიზედ რვა მატჩია (ყველა ტურნირის ჩათვლით) გოლი არ გაუშვია. ტურინელებს ბოლოს ასეთი კარგი სერია 2016 წლის თებერვალში ჰქონდათ.

12 – “იუვენტუსმა” “რომას” კარის მიმართულებით პირველ ტაიმში 12-ჯერ დაარტყა. “ჯალოროსის” კარს ერთ ტაიმში მიმდინარე სეზონში ამდენჯერ არავინ დამუქრებია.

9 – ბრაიან კრისტანტემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 9 გოლი გაიტანა და ამ შედეგით გუნდში საუკეთესოა.

48 – “ინტერმა” “სასუოლოსთან” სტანდარტული სიტუაციის გარეშე საჯარიმოში 48-ჯერ ჩააწოდა, მაგრამ მხოლოდ 7 გადაცემა აღმოჩნდა ზუსტი.

2 – “ინტერმა” ზედიზედ მეორე თამაში წააგო (ბოლოს ასეთი ცუდი სერია მაისში ჰქონდა), ხოლო ბოლო სამ თამაშში ოდენ ერთი გოლი გაიტანა.

13 – “სასუოლოს” კარის დარაჯმა ანდრეა კონსილიმ მაურო იკარდი პენალტი აუღო. მას შემდეგ, რაც კონსილის იტალიის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა (2008-2009), ეს მისთვის მე-13 მოგერიებული პენალტი გამოდგა. ხსენებული პერიოდიდან იტალიაში მასზე მეტი თერთმეტმეტრიანი მხოლოდ სამირ ჰანდანოვიჩს აქვს აღებული (21).

3 – დიეგო ფალჩინელიმ “ინტერის” წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 2 თამაშში 3 გოლი გაიტანა.

116 – მარეკ ჰამშიკმა დიეგო მარადონას გადაასწრო და “ნაპოლის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

10 – ფაბიო კვალიარელამ ზედიზედ მეორე სეზონში მიაღწია ორნიშნა ციფრს გატანილი გოლების რაოდენობით. 2010 წლის შემდეგ იტალიელს ასეთი შედეგი არ ჰქონია.

17 – იაგო ფალკემ “სპალს” მე-17 წამზე გაუტანა. ეს მიმდინარე სეზონის ყველაზე სწრაფია გოლია დუვან ძაპატას გოლთან ერთად, რომელსაც “სამპდორიასა” და “ტორინოს” მატჩში (მეოთხე ტურში) ასევე მე-17 წამზე გაიტანა.

7 – ჩირო იმმობილეს უკვე 7 საგოლე პასი დაუგროვდა და ფორვარდებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

4 – ხუმა ბაბაკარმა მეოთხე გოლი გაიტანა იმ შეხვედრაში, რომელშიც შეცვლაზე ითამაშა. ამ მხრივ სენეგალელი ლიდერია.

250 – ანდრეა კოსუმ სერია A-ში 250-ე შეხვედრა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ “ფიორენტინასთან” იგი ძირითად შემადგენლობაში 1021 დღის შემდეგ პირველად მოხვდა.

8 – მატია დესტროს “კიევოს” კარში რვა გატანილი გოლი დაუგროვდა და ამაზე მეტი არცერთი მეტოქისთვის არ გაუტანია.

4 – რობერტო ინგლეზემ თავით მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა და ამ კომპონენტში ყველას სჯაბნის.

ინგლისი, პრემიერლიგა

13 – შობას “მანჩესტერ სიტი” 13 ქულიანი ჰანდიკაპით ხვდება. აქამდე პრემიერლიგაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პირველ და მეორე ადგილოსნებს შორის 25 დეკემბერისთვის სხვაობა ასეთი სოლიდური ყოფილიყო.

16:09 – დანიელ ამარტეიმ მოედანზე მხოლოდ 16 წუთი და 9 წამი იმყოფებოდა, მაგრამ ეს დრო საკმარისი გამოდგა, რომ ორი ყვითელი და შესაბამისად, წითელი ბარათი მიეღო.

2 – ხუან მატამ პრემიერლიგაში დუბლი 2015 წლის მარტის შემდეგ (“ლივერპულთან”) პირველად შეასრულა.

21 – ჯეიმი ვარდის დიდი ექვსეულის კარში 2014 წლის აგვისტოდან 21 გოლი აქვს გატანილი და ეს საუკეთესო შედეგია ამ პერიოდში. აქვე ხუთეულიც:

ჯეიმი ვარდი – 21 გოლი, 40 მატჩი

სერხიო აგუერო – 21 მატჩი, 30 მატჩი

ჰარი კეინი – 16 გოლი, 30 მატჩი

სადიო მანე – 14 გოლი, 35 მატჩი

გილფი სიგურდსონი – 12 გოლი, 42 მატჩი

42% - ჯეიმი ვარდის პრემიერლიგაში ჯამში 50 გოლი აქვს გატანილი და აქდნა 21 დიდი ექვსეულის გუნდებს გაუტანა (42%).

50 – ჯეიმი ვარდიმ პრემიერლიგაში 50-ე გოლი გაიტანა.

67 – ჰარი კეინმა საგარეო მატჩებში 50-ე გოლი გაიტანა და ამ შედეგისთვის 67 მატჩი აღმოჩნდა საკმარისი. საინტერესოა, რომ 50 გოლი სტუმრად ასეთ მოკლე დროში არავის გაუტანია. აქამდე რეკორდი სერხიო აგუეროს ეკუთვნოდა – 85 საგარეო შეხვედრში 50 გოლი.

36 – ჰარი კეინმა 2017 წელს 35 პრემიერლიგურ მატჩში 36 გოლი გაიტანა და პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა, რომელიც ალან შირერმა 1995 წელს დაამყარა (42 მატჩში 36 გოლი).

3 – “ტარფ მურზე” მიმდინარე სეზონში “ვესტ ბრომვიჩმა”, “კრისტალ პალასმა”, “ჰადერსფილდმა”, “ვესტ ჰემმა”, “ნიუკასლმა”, “სუონსიმ”, არსენალმა”, “უოტფორდმა” და “სტოკ სიტიმ” ერთად სამი გოლი გაიტანეს. იგივე რაოდენობის გოლები იმავე სტადიონზე ჰარი კეინმა შეაგდო.

46 – მხოლოდ ედინსონ კავანისა და ლიონელ მესის აქვთ ტოპ ხუთი ჩემპიონატებიდან საკლუბო დონეზე უფრო მეტი გატანილი გოლი (50), ვიდრე ჰარი კეინს (46). ნაგულისხმევია 2017 წლის შედეგები მხოლოდ საკლუბო დონეზე, ყველა ტურნირის ჩათვლით.

7 – ჰარი კეინმა 2017 წელს 7 ჰეთ-თრიქი შეასრულა. 5 პრემიერლიგაში, 1 ჩემპიონთა ლიგაზე და 1 ასოციაციის თასზე.

18 – “მანჩესტერ სიტიმ” 19 ტურში იმდენივე თამაში მოიგო (18), რამდენიც გასულ სეზონში 38 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” (18).

2 – სერხიო აგუერომ ტოპ ხუთ ჩემპიონატებში პირველად მოახერხა ერთ მატჩში ორი გოლის გატანა თავით.

100 – “სიტიმ” 2017 წელს 100 გოლი გაიტანა და 1982 წლის შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ასეთი შედეგიანობით ითამაშა. 1982 წელს კი “ლივერუპულმა” 106 გოლი გაიტანა.

3 – მესამედ მოხდა, რომ ჯორდან და ანდრე აიუებმა პრემიერლიგის ერთ სათამაშო დღეს გაიტანეს გოლები.

9 – პასკალ გროსმა მიმდინარე სეზონში 9 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (4 გოლი და 5 პასი). ეს “ბრაიტონის” რიგებში საუკეთესო შედეგია.

7 – რაჰიმ სტერლინგს “ბორნმუთის” წინააღმდეგ 5-ჯერ უთამაშია და გოლის გატანა ყველა მატჩში მოახერხა (ჯამში 7 გოლი).

1 – ჯო ალენმა კარიერაში პირველდ შეძლო ერთ მატჩში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთებაც.

100 – სერხიო აგუერომ “ეტიჰად სთედიუმზე” მეასე გოლი გაიტანა (ყველა ტურნირის ჩათვლით).

5 – ჩარლი ოსტინმა ბოლო 5 მატჩში, რომელიც ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, 5 გოლი გაიტანა.

0 – “ევერტონს” “ჩელსისთან” კარში დაურტყამს. ლივერპულელებს საკუთარ მოედანზე ასეთი ცუდი შედეგი ბოლოს 2011 წლის 4 დეკემბერს, “სტოკთან” მატჩში ჰქონდათ (2211 დღის შემდეგ).

279 – მას შემდეგ, რაც “ლივერპულს” იურგენ კლოპი თავკაცობს (2015 წლის ოქტომბრიდან), პრემიერლიგაში “წითლების” მატჩში 279 გოლი გავიდა (174 გაიტანა, 105 გაუშვა). ამ დროიდან მოყოლებული სხვა გუნდების შეხვედრებში ამაზე მეტი გოლი არ გასულა.

8 – რობერტო ფირმინომ “არსენალთან” ბოლო ხუთ შეხვერდაში რვა გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 3 პასი).

388 – მხოლოდ 388 წამი იყო დროში სხვაობა “ლივერპულის” მეორე და “არსენალის” მესამე გოლებს შორის.

16 – ფილიპე კოუტინიომ ბოლო 11 საგარეო მატჩში (ყველა ტურნირის ჩათვლით) 16 გოლში მიიღო მონაწილეობა (9 გოლი, 7 პასი).

3 – ჯეკ უილშირმა “არსენალის” სასტარტო შემადგენლობაში 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ ზედიზედ სამჯერ პირველად ითამაშა.

ესპანეთი, ლა ლიგა

1 – ზინედინ ზიდანის თავკაცობით “რეალმა” “ბარსელონას” გოლი პირველად ვერ გაუტანა.

2 – ზინედინ ზიდანი “რეალის” პირველი მწვრთნელი გახდა, რომ “ელ კლასიკო” (ლ ლიგის ეგიდით) ზედიზედ ორჯერ წააგო “სანტიაგო ბერნაბეუზე”.

200 – ლიონელ მესიმ “ბარსელონას” რიგებში მე-200 საგოლე პასი მიითვალა (ყველა ტურნირის ჩათვლით).

3 – “ბარსელონამ” ლა ლიგის ეგიდით ისტორიაში პირველად მოიგო “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ელ კლასიკო” ზედიზედ სამი სეზონი განმავლობაში.

15 – ლიონელ მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის ზედიზედ 10 სეზონში მინიმუმ 15 გოლი გაიტანა.

17 - ლიონელ მესი ლა ლიგაში "რეალს" მე-17 გოლი გაუტანა. "სამეფო კლუბის" კარში ამაზე მეტი არცერთ ფეხბურთელს გაუტანია ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით.

5 – ლუის სუარესმა მას შემდეგ, რაც “ბარსელონაშია”, “რეალს” მეხუთე გოლი გაუტანა. ამ დროში მეტჯერ “სამეფო კლუბი” არავის დაუმწუხრებია.

6 – ქარიმ ბენზემამ ძელს ბურთი მეექსვედ მოარტყა და აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში გოლები უფრო ცოტა აქვს გატანილი, თან ყველა ტურნირის ჩათვლით (5).

100% - მატეო კოვაჩიჩი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც პირველ ტაიმში ყველა გადაცემა ზუსტად გააკეთა (24-დან 24).

0 – “ბარსელონას” არასდროს წაუგია ლა ლიგაში მატჩი, როდესაც ტომას ვერმაელენი ძირითად შემადგენლობაში იყო (13 მოგება, 3 ფრე, 0 წაგება).

1 – კიკე სანჩეს ფლორესმა დიეგო სიმეონე პირველად დაამარცხა (1 მოგება, 1 ფრე, 11 წაგება).

1 – “ატლეტიკომ” ლა ლიგაში საგარეო მატჩი 2016 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად წააგო.

15 – “ატლეტიკომ” ლა ლიგის ბოლო 16 მატჩიდან 15-ში კარი მშრალად შეინახა პირველი ტაიმების მონაცემებით. ერთადერთი გამონაკლისი “სოსიედადთან” შეხვედრა გამოდგა.

81 – კიკე სეტიენმა 2017 წელს სხვა მწვრთნელებთან შედარებით ყველაზე მეტი გოლი გაუშვა (50 “ლას პალმასში”, 31 “ბეტისში”).

28 – “სევილიამ” ბერისოს თავკაცობის პერიოდში სტუმრად 28 გოლი გაუშვა და ამაზე უარესი შედეგი ტოპ 5 ჩემპიონატებიდან მხოლოდ “ფრაიბურგს” აქვს (31 გაშვებული გოლი გასვლაზე).

1 – დავიდ ტიმორმა ლა ლიგაში “ჟირონას” პირველი საჯარიმო გაიტანა.

41 – ტაკაში ინუიმ ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა.

69 – უგო სანჩესი (254) ერთადერთი მექსიკელია, რომელსაც კარლოს ველაზე (69) მეტი გოლი აქვს გატანილი ლა ლიგაში.

252 – სანჩესი ასევე ერთადერთი მექსიკელია, რომელიც ველას ჩატარებული მატჩების რაოდენობით სჯაბნის. უგომ ლა ლიგაში 347-ჯერ ითამაშა, ველამ – 252-ჯერ.

4 – ვისამ ბენ-იედერმა “სოსიედადს” მეოთხე გოლი გაუტანა და ლა ლიგაში ამაზე კარგი შედეგი არცერთი გუნდის წინააღმდეგ არ აქვს.

9 – მხოლოდ სერხიო რამოსსა (16) და დიეგო გოდინს (12) აქვთ მცველებს შორის თავით მეტი გატანილი გოლი, ვიდრე ინიგო მარტინესს. ბასკი მცველის მსგავსი შედეგი გააჩნიათ პიკესა და პეპეს.

17 – “ლას პალმასს” “ხეტაფესთან” 17 უშედეგო მცდელობა ჰქონდა კარის დალაშქვრის. ასეთი ცუდი შედეგი კანარიელებს ლა ლიგაში დაბრუნების შემდეგ აქამდე არ ჰქონიათ.

32 – “ლას პალმასი” ზედიზედ 32 მატჩია ლა ლიგაში კარს მშრალად ვერ ინახავს.

P.S ბუნდესლიგასა და ლიგა 1-ში ზამთრის პაუზაა გამოცხადებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11591