ფეხბურთი

15:46 | 24.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"საუთჰემპტონი" ვან დეიკს 70 მილიონად დათმობს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "საუთჰემპტონის" მცველმა ვირჯინ ვან დეიკმა შესაძლოა გუნდი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს. ფეხბურთელი "ჩელსისთან" შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა, ხოლო "ჰადერსფილდთან" მატჩი განაცხადშიც არ იყო. "წმინდანების" თავკაცმა მაურისიო პელეგრინიმ კი განაცხადა, რომ მცველების როტაციას ახდენს.

Independent-ის ინფორმაციით კი ვირჯინი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბს დატოვებს. ასევე, გამოცემის ცნობით, "საუთჰემპტონი" მზადაა ფეხბურთელს მხოლოდ 70 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეელიოს. ფეხბურთელით დაინტერესებული "ლივერპული", "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტია".

ვან დეიკი "საუთჰემპტონში" 2015 წელს "სელტიკიდან" გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 80 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ფეხბურთელის სატრანფერო ღირებულება 27 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

0.119511