კალათბურთი

17:00 | 23.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია - ევროლიგის ტურის MVP

ევროლიგის XIV საუკეთესო მოთამაშედ “ბასკონიას” ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია და მოსკოვის ცსკა-ს წევრი კორი ჰიგინსი დასახელდნენ. ამის შესახებ ოფიციალურად ევროლიგის ვებგვერდი იტყობინება.

გასულ ტურში ორივე კალათბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტი 31 აღმოჩნდა. შენგელიამ “ბარსელონასთან” 29 წუთში 24 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება გაახერხა, ხოლო ჰიგინსმა “ხიმკისთან” 26 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

აქვე გეტყვით, რომ შენგელიამ 9-დან 5 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ცსკა-ს კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 16-დან 14 საჯარიმო მოათავსა კალათში.

0.112536