ფეხბურთი

16:07 | 23.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" 17 წლის ფეხბურთელში 25 მილიონს იხდის

“მანჩესტერ იუნაიტედი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ფულჰემის” 17 წლის მცველის რაიან სესენიონის შეძენას გეგმავს. Guardian-ის ცნობით, “წითელი ეშმაკები” თინეიჯერი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი გირვანქას გადახდას აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელი მცველით “მანჩესტერის” გარდა, “ტოტენჰემი” და “რეალიც” არიან დაინტერესებულნი.

რაიან სესენიონმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიფში 22 ჩატარებულ მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. აქვე გეტვყვით, რომ სესენიონი ზაფხულში თბილისში გამართულ ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო.

0.118961