კალათბურთი

10:10 | 23.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის გამარჯვება ევროლიგაში

ევროლიგის მე-14 ტურში მალაგას “უნიკახამ” გამარჯვება მოიპოვა. ანდალუზიელებმა მძიმე ბრძოლაში “ოლიმპია მილანოს” აჯობეს სამი ქულის სხვაობით – 74:71. აღსანიშნავია, რომ ეს “უნიკახას” ზედიზედ მესამე გამარჯვება აღმოჩნდა ევროლიგაში.

გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა, თუმცა 14:33 წუთი მაინც ითამაშა. ქართველმა ცენტრმა ამ დროში 4 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ ქულებიცა და მოხსნებიც პირველ მეოთხედში მიითვალა. საერთოდაც, საწყისი პერიოდის შემდეგ ქართველმა სულ რაღაც 6 წუთი იყო მოედანზე.

შერმადინმა მისთვის უჩველოდ ცუდად ითამაშა შეტევაში. თავად განსაჯეთ, 8-დან ოდენ 2 ორქულიანი ჩააგდო და ერთი საჯარიმოც ვერ გამოიყენა. ორჯერ კი ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა.

“უნიკახას” 14 ტურში 6 მოგების წილ 8 მარცხით მეათე პოზიცია უკავია. მალაგელები მომდევნო ტურში 28 დეკემბერს, სტუმრად “მაკაბის” გაეჯიბრებიან.

0.130337