ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი ნეიმარის “რეალში” გადასვლას გამორიცხავს. როგორც პარიზული გუნდის მეპატრონემ ესპანურ As-ს განუცხადა, ასეთი რამ არ მოხდება.
“ნეიმარი “რეალში”? – ასე არაა, ეს შეუძლებელია”, - აღნიშნა ალ ხელაიფიმ.
შეგახსენებთ, ნეიმარი პსჟ-ს გასულ ზაფხულს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ბოლო დროს კი, სამხრეთამერიკელ შემტევს “სამეფო კლუბთან” აკავშირებენ.