ფეხბურთი

21:00 | 22.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუიჯი ბუფონი საუკეთესო მეკარედ დასახელდა

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 2017 წლის საუკეთესო მეკარეები გამოავლინა და სიის სათავეში ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი მოექცა.

აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიის ეროვნულის ნაკრების აწ უკვე ყოფილი მეკარე ოქროს ბურთის დაჯილდოებაზეც მე-4 პოზიციაზე იყო, მის წინ კი კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”) და ნემარი (“პარი სენ ჟერმენი”) იყვნენ.

აქვე გთავაზობთ იმ მეკარეთა ჩამონათვალს, რომლებიც გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ და ასევე მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელებს შორის არიან.

  1. ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”) – მე-16 ადგილი, (22-ე გასულ წელს)
  2. დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი”) 23-ე ადგილი, (29-ე გასულ წელს)
  3. იან ობლაკი (“ატლეტიკო) 35-ე ადგილი (42-ე გასულ წელს)
  4. მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”) მე-40 ადგილი (მე-18 გასულ წელს)
  5. მარკ ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა”) 55-ე ადგილი (გასულ წელს ტოპ 100-ში არ იყო)
  6. ტიბო კურტუა (“ჩელსი”) 65-ე ადგილი (92-ე გასილ წელს)
  7. კეილორ ნავასი (“რეალი”) 78-ე ადგილი (55-ე გასულ წელს)
  8. უგო ლორისი (“ტოტენჰემი”) 81-ე ადგილი (მე-40 გასულ წელს).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12071