მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილმა ფორვარდმა დიეგო ფორლანმა იმედი გამოთქვა, რომ “ელ კლასიკოს” მადრიდის “რეალი” მოიგებს, რადგან მის ყოფილ გუნდს “ატლეტიკოს” გალიდერების შანსი მიეცეს.
“იმედი მაქვს, რომ “რეალი” “ბარსელონას” დაამარცხებს. ეს “ატლეტიკოს” პირველ ადგილზე დაბრუნების შანსს გაზრდის. ჩემი ოცნება “ატლეტიკოში” დაბრუნებაა. ასევე მინდა, რომ ანტუან გრიზმანი გუნდში დარჩეს” – უთხრა Football Espana-ს ურუგვაელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ “რეალისა” და “ბარსელონას” შორის დაპირისპირება 23 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.