სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად “მანჩესტერ იუნაიტედისა” და სომხეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ჰენრიხ მხითარიანი დაასახელა.
28 წლის ფეხბურთელმა აღნიშნული ტიტული ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა, სულ კარიერის განმავლობაში კი მერვედ.
გამოკითხვის შედეგად მხითარიანმა 190 ხმით პირველი ადგილი დაკავა, მეორე ადგილზე 35 ხმით მაკედონიის “ვარდარის” თავდამსხმელი ტიგრან ბარსეგიანი გავიდა, ხოლო მესამეზე 25 ხმით “ურალის” მცველი ვარაზდატ აროიანი.
მხითარიანმა 2017 წელს “წითელი ეშმაკების” რიგებში ევროპა ლიგის მოგება მოახერხა და რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.