კალათბურთი

18:42 | 22.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაატა გურასპაული: "კალათბურთის ფედერაცია არაეთიკურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს არ შეეგუება"

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ჩაწყობილი მატჩების საქმეზე ხუთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა და სამართალდამცავ უწყებებს, კალათბურთის ფედერაციის სახელით, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კალათბურთის ფედერაცია გმობს ყველა ქმედებას, რომელიც კალათბურთის იმიჯს ჩრდილს აყენებს და ორგანიზაცია მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

კალათბურთის ფედერაციის გამგეობის ოფიციალური განცხადება საზოგადოებას გურასპაულმა გააცნო:

"საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ცალსახად გმობს მომხდარ ფაქტს და მზად არის ითანამშრომლოს გამოძებასთან ახლაც და მომავალშიც, დროულად და სრულყოფილად რომ იყოს გამოძიებული აღნიშნული ფაქტი და მოხდეს ყველა იმ პირის დასჯა, ვისაც შეხება ჰქონდა აღნიშნულ დანაშაულთან, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა ის მცდელობა, რომელიც ჩრდილს აყენებს კალათბურთის სამყაროს. ფედერაციის ინტერესებში ყოველთვის შედიოდა და ახლაც შედის იმგვარი ფაქტების გამოვლენა და აღმოფხვრა, რომელიც სახელს უტეხს საკალათბურთო სამყაროს. მიმდინარე სეზონის დასაწყისში ფიბას რეკომენდაციით ჩამოყვანილ იქნა მსაჯთა ეროვნული ინსტრუქტორი, რომლის მისიაში შედის არამარტო თამაშების ხარისხის მონიტორინგი, არამედ ახალგაზრდა მსაჯთა კონტიგენტის გაზრდა და მათი შემდგომი ინტეგრირება საქართველოსა და საერთაშორისო ფედერაციების ეგიდით გამართულ მატჩებში. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა, ფედერაციის წესდებისა და ზოგადად, სპორტულ სამყაროში არსებული მორალური და ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე, არ დაეთანხმება და არ შეეგუება საკალთბურთო სამყაროში არაეთიკურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. მითუმეტეს, რომ სპორტის ეს სახეობა ყოველთვის გამოირჩეოდა საერთაშორისო სპორტული სამყაროს მიერ აღიარებული, სამართლიანი თამაშის პრინციპების ერთგულებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, ქართული საკალათბურთო სამყაროსთვის მიუღებელი ქმედებების გამოვლენისა და აღმოფხვრისათვის”, - განაცხადა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები – ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე ს.კ “სოხუმის” მთავარი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.12477
სარეკლამო ადგილი - 99
X x X