ფეხბურთი

19:10 | 22.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ მზადყოფნაშია

მადრიდის “რეალის” ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს თამაში “ბარსელონას” წინააღმდეგ კითხვის ნიშნიშ ქვეშ აღარ დგას.

პორტუგალიელმა ფორვარდმა მატჩამდე 1 დღით ადრე გუნდთან ერთად ივარჯიშა. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

რონალდუმ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში კუნთი დაიზიანა, რის გამოც “ელ კლასიკოში” მისი თამაში სათუო იყო. პორტუგალიელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მე-17 ტურში “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება 23 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110496