იაპონიის საუკეთესო ჩოგბურთელი კეი ნიშიკორი “ბრისბენის” ტურნირზე ტრავმის გამო ვერ იასპარეზებს. კეის იდაყვის ტრავმა აწუხებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიშიკორი აღდგენითი პროცესის დასრულებას ავსტრალიის ღია პირველობამდე მოახერხებს და იაპონელი წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე იასპარეზებს.
“ბრისბენის” ტურნირი 1-8 იანვარს გაიმართება. აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობის მიღებას რაფალ ნადალი გეგმავს.