მადრიდის “რეალში“ მობურთალი ფრანგი შემტევის, ქარიმ ბენზემას პირადი ცხოვრება ევროპის ბულვარული მედიისათვის მისი ცოლთან თანაცხოვრებით იწყება და მთავრდება, რადგან ქარიმის ცოლი, მოდელი კორა გოტიე ისეთი ვინმეა, მის დანახვაზე ბენზემაზე აბა როგორ უნდა იფიქრო?...
სანამ კორას გაათანამესარეცელებდა, ბენზემა სხვა მობურთალთა მსგავსად, ქალებში იყო გაჯეჯილებული და რაგინდარა სიკისკისის ქალებთან ლანდავდნენ, მაგრამ გამოხდა ხანი, ბენზემამ კორა გააცოლა და ახლა ეს შავტუხა ქალი მისი ყოველდღიური ცხოვრებისა და იმიჯის ნაწილი გახლავთ.
კორა გოტიე და ქარიმ ბენზემა ოკეანის ნაპირზე, კორა ლისაბონში, გოტიეს ქალი ბრიტანელი ტაბლოიდების გარემოცვაში, კორა სტამბოლის ქუჩებში... თქვენ უბრალოდ მოისურვილეთ და ამ ქალის შესახებ მხოლოდ ფოტოებითაც გამოიტანთ დასკვნებს. სხვა ამბებში კი რა შეუძლია და რისი მაქნისია - ეს პატივცემულ ქარიმს უნდა ჰკითხოთ...